მსახიობი ელდინო საღარაძე თითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზავნილს გვიზიარებს:
“დღეს ყველა სახის ეგოისტური სურვილი გააერთიანა ერთმა ფენომენმა – ეს არის ფული. ახლა უყვარს ყველას ფული. ასე ჩაანაცვლა ფულმა სული – ს ჩაანაცვლა ფ-მ. რისი ბრალია, რომ დღეს ჩვენ ასეთ დღეში ვართ? ამ ჩანაცვლების ბრალია. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: ჩვენ აღარა გვაქვს სიტყვა “ჩვენ”, ჩვენ გვაქვს სიტყვა “მე”. ასე დავაპატარავეთ ის უზარმაზარი სიტყვა, რასაც ერქვა “ჩვენ”. ფიზიკური სხეული მხოლოდ და მხოლოდ ეგოისტურს გკარნახობს. რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება? გათავისუფლდე საკუთარი ეგოისტური სურვილების მონობისგან. დღეს როგორ აღიქმება თავისუფლება? რასაც მინდა იმას ვიტყვი, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ამას ქართულ ენაზე აღვირახსნილობა ჰქვია და არა თავისუფლება.”