ეკატერინე ჭავჭავაძის უცნობი ამბავი

სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლის ეკატერინე ჭავჭავაძის შესახებ აქამდე უცნობ ამბავს გვიზიარებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია:

“ეს ამბავი არ ვიცოდი, დავითისა და ეკატერინეს საფლავები რას უშავებდა ნეტა, რას ერჩოდნენ. ღმერთო, რა გამოიარა ამ ქვეყანამ ….

სენაკის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე სამსონ მამულია 1923 წლის გაზეთ „კომუნისტში” გამოქვეყნებულ წერილში წერდა: “25 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოების ორი წლის თავი შესანიშნავი დღე იყო ეკლესიების გაუქმებით. ეკლესიები გაუქმდა ხორშში, სუჯუნაში, ნაესაკოვოში, ნახუნავოში, ნოქალაქევში, გეჯეთში და სხვა . ხალხი სახურავებიდან ყრიდა ჯვრებს გარეთ ყრიდნენ ხატებს, სუჯუნაში სინაგოგაც გაუქმდა. ეკლესიები გადაკეთდა სკოლებად, კლუბებად, სახალხო სახლებად…სოფ. ხორშში ადგილობრივმა პარტიულმა ხელმძღვანელებმა გამოსცეს დადგენილება ძველ სასაფლაოზე ე.ი. ეკლესიის ეზოში მიცვალებულის დამარხვის აკრძალვის შესახებ და გამოყო სხვაგან ახალი ადგილი. ბევრმა მიცვალებულები ამოთხარეს და გადაასვენეს ახალ სასაფლაოზე…. მარტვილში დაარბიეს მონასტერი, სამრეკლოდან ზარები ჩამოყარეს, ხატები ეზოში გამოიტანეს, შეურაცხყვეს დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის საფლავები….“