ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი მსოფლიოში ცნობილი ბრენდის “პრადას” ამბასადორია. დეას ფოტო “პრადამ” “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა.
რეჟისორი “პრადას” ამბასადორის ეგიდით იტალიაში ჩავიდა, სადაც მილანის მოდის კვირეულზე ბრენდის 2025 წლის ქალთა კოლექციის ჩვენებას დაესწრო.
დეა კულუმბეგაშვილს “პრადას” ულამაზესი კაბა ეცვა ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც მისმა ფილმმა “აპრილი” ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.