უნიჭიერესი ქართველი მომღერალი ანასტასია გოგიჩაიშვილი 2024 წლის ფრანგულ “საბავშვო ვოისში” მონაწილეობს. მან ბრმა მოსმენებზე მწვრთნელებისთვის ბარბრა სტრეიზანდის ერთ-ერთი ჰიტი შეასრულა და ნამდვილი ფურორი მოახდინა – ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა.
შემდეგ შაბათს რინგის ტურია – ქართველ კონკურსანტთან ერთად კიდევ 2 გოგონა იმღერებს, მენტორი კი ერთ საუკეთესოს აირჩევს და დანარჩენებს დაემშვიდობება.
პირველ რეპეტიციაზე მენტორებმა მონაწილეებს სიურპრიზი მოუწყეს და მათთან სამუშაოდ ცნობილი ადამიანები მიიყვანეს.