88 წლის ნანი ბრეგვაძის გამორჩეული ვიდეო

ლეგენდარულმა 88 წლის მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ შვილთან ეკა მამალაძესთან და შვილიშვილთან ნატალია ქუთათელაძესთან ერთად “გარდენიაში” კონცერტი გამართა.

ქართული ესტრადის დედოფალი სცენაზე იშვიათად ჩნდება, ამბობს, რომ აღარც ხმა აქვს და აღარც ენერგია, თუმცა ამ ასაკშიც მონუსხულსა და აღტაცებულს ტოვებს მსმენელს.

“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, სადაც მომღერალი მარიკა კვალიაშვილის სიმღერას “ცოტა კიდევ გაუძელი გულო” ასრულებს.