ვახუშტი კოტეტიშვილის გენიალური ავტოპორტრეტი

პოეტმა, ფოლკლორისტმა, მთარგმნელმა და ირანისტმა ვახუშტი კოტეტიშვილმა გენიალური ავტოპორტრეტი დაწერა:

“ვახუშტი კოტეტიშვილი
ერთი უბრალო კაცია,
თავზე ახურავს ბერეტი,
გაქექილ ჯინსებ აცვია,
ლექსების ფარას მოდენის
როგორც რო მწყემსი ქაცვია.
მისთვის კაცია მთავარი,
არა ჯური თუ ნაცია.
ხან საქმე უკეთებია,
ხან ცოტა უზარმაცია,
თავისას არ იშურებდა,
სხვისი არ წაუტაცია,
ყველაფერს წერდა მარჯვენით,
არ უხმარია ცაცია.
კარგ ლექსებს იჭერს შორითვე,
თითქოს ყურს უდგას რაცია.
პურმარილისას დინჯია,
მთვრალს არსად ურაცრაცია.
ბუნებით დარბაისელი
ქალებთან ცოტა ანცია.
შეუნდეთ, ჯეელობისას
თუკი რამ უქიცმაცია.”