ქართველი რეჟისორი ტატო კოტეტიშვილი და მისი ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 პრიზის მფლობელი გახდა – “ოქროს ლეოპარდი” და ახალგაზრდული ჟიურის რჩეული. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი კინოფესტივალია და მისი ისტორია 1946 წლიდან იწყება.
ტატო კოტეტიშვილი, რეჟისორი:
„მინდა, ეს ფილმი მივუძღვნა ქართული კინოს იმ ნაწილს, რომელიც სავსეა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანებით, მაგრამ ახლა ძალიან რთული დრო აქვთ, რადგან ქართველი რეჟისორების დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ. მათ არავინ უსმენს, ამიტომ ბევრი მნიშვნელოვანი ფილმის გადაღება ვერ ხერხდება. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე კარგად დასრულდება და შევძლებთ მეტი კარგი ქართული ფილმის გადაღებას და ნახვას.”