პოლ მაკარტნის მხარდამჭერა კაფე მზიურს

მსოფლიო ლეგენდა სერ პოლ მაკარტნი აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს კაფე მზიურსა და მის დამაარსებელს ფოტოხელოვან ანა გოგუაძეს.

კაფე მზიური:

“თბილისის მერიისგან პასუხი ისევ არ გვაქვს, თუმცა, ამასობაში, სერ პოლ მაკარტნიმ გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ალბათ გახსოვთ, უკვე რამდენიმე წელია, ის ჩვენი კაფეს გულშემატკივარია და იცის ჩვენი სოციალური აქტივობების შესახებ.

2017 წლიდან კაფე “მზიური” მისი ინიციატივის, “უხორცო ორშაბათის” მხარდამჭერია, რომელიც ცხოველების და გარემოს დაცვის პრობლემას ეხმიანება. Meat Free Monday

წერილის თარგმანი:

“მე სრულად ვუჭერ მხარს ანას ძალისხმევას კაფესთან დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს, რომ მას კვლავაც მიეცემა “უხორცო ორშაბათის” კარგად განხორციელების საშუალება” – პოლ მაკარტნი.
ფოტო: მერი მაკარტნი”