ფილმის “სიყვარული ყველას უნდა” ჰოლივუდური ვერსია

გიორგი შენგელაიას ლეგენდარული ფილმი “სიყვარული ყველას უნდა” კახელების სავიზიტო ბარათია. მასში ქართველ მსახიობთა ნამდვილი თანავარსკვლავედის შეკრებილი: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ბერტა ხაფავა, ლაურა რეხვიაშვილი, ტრისტან სარალიძე, ამირან ამირანაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ბაადურ წულაძე, ამირან ქადეიშვილი, ვახტან ფანჩულიძე, გიო ხუციშვილი… მაყურებელმა თითქმის მთელი ფილმი ზეპირად იცის – ფრაზები “ცოლსაც მოგცემ და ცოლის დასაც”, “ბურნუთ, რადიოზე დაიყენე თმები?”, “როგორც ჩემი შვილი იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯო”, “სიყვარულის გარეშე ერთი დღეც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა”, “ე ხალათი დამიჭერს?”, “უზრდელი, თანამდებობისათვის შეუფერებელი”,  “სიჩუმეზე გიცან”… დღესაც აქტიურია.

“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, თუ როგორი შეიძლება იყოს ქართული ფილმის ჰოლივუდური ვერსია.