ნინო კასრაძის საუკეთესოდ ნათქვამი

მსახიობი ნინო კასრაძე მისი გულწრფელობისა და პირდაპირობისა გამო ათასობით ადამიანს უყვარს – ამბობს იმას, რასაც ფიქრობს:

“ჩვენ, როცა სპექტაკლს ვთამაშობთ, ჩემი მაყურებელი არის ყველა – იქ არის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანი, მაგრამ როგორ დავუშვებ იმას, რომ ერთს გავუგზავნო მესიჯი და მეორეს – არა. სოლიდარობა – შენ, როცა სცენაზე  დგახარ. იგივე არ არის პოლიტიკოსებისთვის? ყოველთვის მარტო შენ ამომრჩეველს როგორ შეიძლება ელაპარაკო? პირველ რიგში, იმას უნდა ელაპარაკო, ვინც შენ არ გეთანხმება!”