უნიჭიერესი ქართველი მომღერლის ლიზი გოზალიშვილის გამოსვლამ 2023 წლის გერმანულ “ვოისში” ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან პოპის მეფედ აღიარებული მომღერლის მაიკლ ჯექსონის ჰიტი “earth song” – “დედამიწის სიმღერა” შეასრულა, მწვრთნელები შემოაბრუნა და ატირა კიდეც.
ლიზი გერმანულ “ვოისში” წელსაც მიიწვიეს, თუმცა არა როგორც კონკურსანტი. ის მწვრთნელის სავარძელს დაიკავებს და კონკურსანტებს შეაფასებს. გერმანული ” ვოისის” ახალი სეზონი 26 სექტემბრიდან დაიწყება.