ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე თავისი მრავალრიცხოვანი გამოსვლებიდან ერთ-ერთს განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა:
“ერთხელ დარბაზში გავედი, ვხედავ, რომ ხალხი იცინის. გამიკვირდა, რატომ იცინიან-მეთქი. მაშინ ჩემს ორკესტრთან ერთად ვუკრავდი და ორკესტრის წევრებმა მითხრეს, ძირს დაიხედეთო. დავიხედე და რას ვხედავ, ჩემი ძაღლი არ გამომყოლია უკან?
დარბაზი “ბრავოს” მეძახდა, ფეხზე დამდგარი ტაშს მიკრავდა, ჩემი ძაღლი კი მათ უყეფდა – ეგონა თავს მესხმოდა დარბაზი და მათგან მიცავდა…”