ცნობილი ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი არ მალავს, რომ ქართველებზე და საქართველოზე შეყვარებულია. მან და მისმა მეუღლემ თაფლობის თვე თბილისში გაატარეს:
“ჩვენ ორნი გავფრინდით თბილისში ჩვენს მეგობრებთან და იქ გვქონდა თაფლობის თვე. თბილისი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია. ძალიან მიყვარს საქართველო. იქნებ იმიტომ რომ მთებია, იქნებ იმიტომ, რომ მიწაა ასეთი.
მათ იციან რა არის მამაკაცური სინდისი, მათ იციან რა არის მანდილოსანი, მათ ესმით რა არის დედა – ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. როცა პატარა ვიყავი, მე და დედა პირველად ვიყავით თბილისში, ქუჩაში მივდიოდით, ალბათ 11 წლის ვიქნებოდი, ბიჭები ისხდნენ და ეწეოდნენ, დედაჩემი რომ დაინახეს, ადგნენ, სიგარეტი ზურგს უკან დამალეს და როცა გავიარეთ, ისევ განაგრძეს მოწევა. დედამ მითხრა, დაიმსახსოვრე!
ეს მათ სისხლში აქვთ, რაღაც აქვთ, რისიც გშურს…”