ილია ჭავჭავაძის შემოქმედება ფასდაუდებელი საგანძურია. მისი ლექსები, პოემები, მოთხრობები , წერილები თუ პუბლიცისტიკა თითოეული ქართველისთვის უძვირფასესი საკითხავია.
“არტ ინფო” გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის პაწაწინა ჩანაწერს წიგნიერებაზე:
„არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია…“