მუცოელმა პოეტმა გელა დაიაურმა უძვირფასესი სიტყვები მიუძღვნა თავის უკვდავ სიყვარულსა და მეუღლეს – ტრაგიკულად დაღუპულ მომღერალ თეონა ქუმსიაშვილს:
“შენგან უამრავ წერილებს ველი,
მექნება სულის საგზალი, ხემსი,
ვიგონებ: შენი პატარა ხელი
ბეღურასავით მეჭირა ხელში.
და ჩემი ფიქრი, ტრფობის გზავნილი,
მიმოქრის, წვალობს და მებუტება,
სახლიდან გარეთ გასულ მგზავრით,
ისევ და ისევ შენთან ბრუნდება.
უერთმანეთოდ როგორ წაგვივა,
დღეები: „ხვალე“, „გუშინწინ“, „გუშინ“,
ვწევარ მარტოკა და შენს მაგივრად
სიცარიელეს ვიხუტებ გულში.”