ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ რეჟისორ გურამ პატარაიას ფილმი “რეკორდი” წინასწარვეტყველურია. 51 წლის წინ გადაღებულ ფილმში ხუტა უფროსის როლის შემსრულებელი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელს კობა ღვინიაშვილს ეუბნება: “მამაშენი კოსტა მოატყეუ შენ. ამხელა მანძილზე ტომსონია თუ ჯონსონი იმის მეტი ვერავინ ვერ ისვრის მსოფლიოში.” ამის თქმა კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ჯოტია „მსოფლიო რეკორდს ბირთვის ტყორცნაში“ თავისდაუნებურად ამყარებს, რომელსაც მხოლოდ მაშინ შეუძლია ამის გაკეთება, როცა აგინებენ.
გოჩა თანდარაშვილი, იუმორისტი:
“სიმპსონების” რომ გიკვირთ ხოლმე, აგერ, რამდენი წლით ადრე იწინასწარმეტყველეს “რეკორდში.”