პოეტმა ბესიკ ხარანაულმა ყველაზე უმთავრესსა და უმნიშვნელოვანესს ადამიანის ცხოვრებაში – სიყვარულს – საოცარი სიტყვები მიუძღვნა:
“მე ვის ვუყვარდი?
– არა, არავის!
მე ვინ მიყვარდა?
– არა, არავინ!
აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე
სევდის მომგვრელი
და შემზარავი.
მაგრამ იქნება
ვინმეს ვუყვარდი,
მაგრამ იქნება
მიყვარდა ვინმე,
და ერთურთს
პირზე ხელს ვაფარებდით
და სიყვარული არ ვათქმევინეთ.”