ქართველებისთვის საამაყო შოთა რუსთაველზე საოცარ ხალხურ თქმულებას გვიზიარებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია:
“რამდენად განსაკუთრებულად უყვარდათ შოთა რუსთაველი სამეგრელოში, ამაზე ერთი ხალხური თქმულება მეტყველებს. მას მეგრულად “შოთაში არიკი” ეწოდება და იგი გამორჩეული მეცნიერის გივი ელიავას მიერაა ჩაწერილი.
თქმულების მიხედვით: “როცა შოთა იბადებოდა, იმ ჟამს ანგელოზები სახლის თავხეზე ჩამოსხდარნი გალობდნენ, იმ დღეს სულ არ დაღამებულა და მზე სულ არ ჩასულა.” (შოთაშენი მუჟამს დიდა სქიდუდუნი ანგეიოზეფი გინოხვენა დვირეს დო ნობირუენა. თე დღას ვასერე, ბჟას ვედიურთუმუ).”