ნინო სურგულაძის ძვირფასი ვიდეო

ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ ათასობით ერთგულ მსმენელს ძვირფასი ვიდეო გაუზიარა, სადაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა და ქართველ ფეხბურთელებს მიუძღვნა:

“თავბრუდამხვევი დღეები იყო, ზღაპარში გვამყოფეს… უამრავი ამაზე კიდევ უფრო მაგარი დღეები კი წინ არის. ძალიან დიდი შედეგი დადო ჩვენმა ნაკრებმა და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა. ასევე აღსანიშნავია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წვლილი, არაჩვეულებრივი გულშემატკივრები, რომლებმაც ამხელა მხარდაჭერა გამოხატეს. ყველას დიდი მადლობა უკლებლივ. რომ არა მამარდა და ბიჭები დაცვაში, ბევრად მეტ გოლს გაგვიტანდენ და ესეც მინდა ცალკე ავღნიშნო.

საქართველო კიდევ არაერთხელ იტყვის თავის სათქმელს.

ამაყები ვართ, რომ ასე შორს გავედით თავდაუზოგავად და სიყვარულით.

ეს ჰიმნი კი ჩვენს უმაგრეს ბიჭებს ეძღვნება და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ჩვენი ნაკრები და ჩვენი უმაგრესი სამშობლო, საქართველო!”