ნინო სუხიშვილის სპეციალური ვიდეო

ანსამბლ “სუხიშვილების” ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა სპეციალური ვიდეო ჩაწერა, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს მიუძღვნა:

“მინდა მივმართო ჩვენს საამაყო ბიჭებს – ეროვნულ ნაკრებს – იმდენი სიხარული გვაჩუქეთ ამ ბოლო დღეებში, ისეთი მაგრები ხართ, ისეთი საამაყოები ხართ, ისეთი ღირსეულები ხართ, რომ ჩვენ დიდხანს დაგვრჩება ეს ემოცია და ყოველთვის დაველოდებით თქვენს გამარჯვებებს. ჩემთვის თქვენ გამარჯვებულები ხართ. ძალიან ბედნიერი ვარ. მთელი ჩემი დასი უერთდება ამ ჩემს სიტყვას. მთელი სულით და გულით გილოცავთ და ველოდები თქვენს მომავალ გამარჯვებებს. თქვენ ხართ საქართველოს სახე, თქვენ ხართ საქართველოს იმედი. გვიყვარხართ!”