მორის ფოცხიშვილის უძვირფასესი სიტყვები

პოეტ მორის ფოცხიშვილის შემოქმედებაში მრავლად მოიძებნება ისეთი ლექსი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების მეგზურად გამოადგება.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ, რომელიც სულ უნდა გვახსოვდეს:

“სიცოცხლე მართლაც ერთი წამია,
წამში ეტევა ალბათ რაც არის…
სულ ერთი წამის სითამამეა
სიყრმე
სილაღე
ცეცხლი
ნაცარი.
წამია მე რომ დამღლის და დამწვავს,
ტკივილის მაინც არ ღირს გამხელა…
ერთი წამია, ო, მაგრამ ამ წამს –
ბედნიერება ჰქვია სახელად!”