გივი სიხარულიძის საუკეთესო ვიდეო

მსახიობისა და მოცეკვავის გივი სიხარულიძის მრავალფეროვან ცხოვრებაში არის ერთი ეპიზოდი, სადაც 75 წლის ასაკში ლელო ჩქარეულთან ერთად ოსური იცეკვა. ხელოვანმა ჩოხის ჩაცმაზე უარი განაცხადა, რადგან მიიჩნია, რომ მისი ტანისთვის შეუფერებელი იყო.

ასაკის მიუხედავად, გივი სიხარულიძემ დახვეწილი მანერით, უმაღლესი არტისტიზმითა და პროფესიონალიზმით ცეკვა საუკეთესოდ შეასრულა.