პოეტმა ტარიელ ჭანტურიამ თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტკივილსა და სევდას – შვილის ირაკლი ჭანტურიას გარდაცვალებას გენიალური ლექსი მიუძღვნა:
“შვილო, რატომ დამტოვე მარტო,
დამისვი მუხლზე, რომ საჭე ვმართო,
თუმცა მე დამრჩა ბუხარი შენი
და ხავსიანი საფლავი ფართო.
მე შენს კეთილ გულს გაგლეჯილს სამად
ვიგონებ, როგორც დაკარგულ იმედს,
რა მოხდა, არც სხვებს არა ჰყავთ მამა,
თან სხვებსაც ჰქონდათ ბავშვობა მძიმე.
უპანთეონოდ გავალ იოლად
ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი
რა სჯობს როდესაც მარადიულად
გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი.”