ვერიკო ანჯაფარიძის გენიალური ვიდეო

ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრება მთლიანად ქართულ კულტურასთან – თეატრთან და კინოსთან იყო დაკავშირებული, თუმცა თეატრში უფრო მეტი დატვირთვით მუშაობდა. იმიტომაც ამბობდა მისი შვილი – სოფიკო ჭიაურელი თეატრმა დედა წამართვაო.

“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, სადაც მსახიობის სცენაზე ყოფნის 70 წლის იუბილე  მარჯანიშვილის თეატრში აღინიშნა:

“70 წელი ტყუილად არ მიშრომია ამ სცენაზე. რამოდენა სიხარულია ჩემთვის თქვენი ასეთი აღიარება, ასეთი ტაში. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ – მსახიობები სიცოცხლეს ვწირავთ, იმიტომ რომ აქ მარტო გრძნობით არაფერი კეთდება, აქ საჭიროა ჭკუა, აქ სისხლი უნდა დაღვარო, რომ აღიარება მოიპოვო. ისეთი ბედნიერი ვარ – ბედი მაქვს კარგი – ამ მხრივ ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, თქვენითა ვართ ჩვენ – ხართ თქვენ, ჩვენცა ვართ. არ ხართ თქვენ და არც ჩვენ არა ვართ. უდიდესი მადლობა ჩემს ქართველ მაყურებელს, რომელსაც უყვარს თეატრი, უყვარს მსახიობები, უყვარს სცენა…

რამდენჯერ დაიწვა ჩემი გული ამ სცენაზე თქვენთვის, რამდენჯერ მოვკვდი ამ სცენაზე თქვენთვის, რამდენი სიხარული მინახავს ამ სცენაზე თქვენგან, რამდენი დარდი გადამიტანია თქვენთან ერთად. მიყვარხართ ძალიან – ძალიან მიყვარს მაყურებელი.”