ეროვნული ნაკრებისთვის საუკეთესო შელოცვა გიორგი კეკელიძემ გაგვიზიარა:
“გურული შელოცვა, მოსმენილი ბებიაჩემისგან. ეროვნული ნაკრების სასარგებლო:
“ალისასა, მალისასა, შეგილოცავ თვალისასა,
შინაურისასა, გარეულისასა, ახლობელისასა,
წასულისასა, მოსულისასა, ტანდაბალისასა, ტანმაღალისასა,
შავგრემანისასა, თეთფეროვანისასა, კეთილისასა, უკეთურისასა.
ჯარიმის დამრტყმელისასა, ჩამწოდებლისასა, პენალტისტისასა, გამჭოლი პასისასა, ფინტისასა.
ყველა კაცს, ვინც ,,სიუს’’ იძახდეს –
ასი კოდი ნაცარი, ასი კოდი ნახშირი თვალში აყრია, გულში ასხია,
ვინცხამ ჩემ ბაღნებს ავი თვალით, ავი გულით შეხედოს.
აგერ მოდის შავი წყალი, მას მოქონდა შავი გველი,
ჩავყავი ყავარჯენი, ამოვიღე შავი გველი,
ავჭარი ანაითა, მანაითა, შავ ტარიანი დანაითა,
არული რონალდუ!
არული ბრუნო!
არული ფელიქსი!
მივკიდე ბარდა ბურდასა ფრანსისკო კონსეისაუ –
ფუი, ისე ჭკნებოდეს და ხმებოდეს თქვენი მიზანი – ავი თვალით, ავი გული, ავი სულით შემხედვარე – რაფერც ეუსებიოს მიზანი ხმებოდეს და ჭკნებოდეს!
სუდია, დაგვწერე შენი ჯვარი!
Var-ი – ვარი არ გვითხრა!”