რა არის ადამიანისთვის ყველაზე მთავარი? ზოგისთვის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბევრი ფული, ჭეშმარიტი მეგობრები, გულწრფელი სიყვარული, ბედნიერი ოჯახი და ასე დაუსრულებლად.
აი, მწერალ ოტია იოსელიანისთვის ყველაზე მთავარი სიყვარული – სიცოცხლის სიყვარული გახლდათ:
,,სიკვდილზე ფიქრი სიბრძნის ნიშანია და ეს ჩემზე ჭკვიანმა კაცმა თქვა საუკუნეების წინ. ადრე 81 წლის კაცი უსაშველოდ დიდი მეგონა. გავხდი თავად ამხელა და ისევ ბოვშის შემრჩა გულიც, სულიც და გულუბრყვილობაც. სიცოცხლე კიდევ მეტად შემიყვარდა და არც იმას ვმალავ, რომ არ მინდა სიკვდილი – გული მწყდება აქოურობაზე. ვითომ ბევრი გავაკეთე, მარა ორი იმდენი დამრჩა გასაკეთებელი და დასაწერი. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგონა, დრო უსასრულო იყო და ბევრის მოსწრება შემეძლო…”