თუკი ნიაზ დიასამიძის შემოქმედების ერთგული მსმენელს ჰკითხავთ, რომელია მისი საყვარელი სიმღერა, ცხადია, პასუხი სხვადასხვა იქნება: “მე ვზივარ ნავში”, “ნამი ველს”, “სდუმს ტყე”, “ავაშენებთ სახლს”, “სიყვარული თუ გაქრება”…
“არტ ინფოსთვის” კი მისი საუკეთესო სიმღერაა “სიყვარულისთვის”. ნიაზმა ვაჟა ფშაველას “მთების სიზმარი” ულამაზესად ააჟღერა და მუდამ შეგვახსენებს, რომ ამქვეყნად სიყვარულისთვის მოვედით.