მუხრან მაჭავარიანი ცრუქართულზე

გენიალური პოეტი მუხრან მაჭავარიანი ცრუქართულზე – მისთვის ყველაზე მიუღებელ მოცემულობაზე წერდა:

“სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო,
ვინც საქართველოს ესწრაფვის ქართულს!
არა ცრუქართულს! — ნამდვილად ქართულს!
სიტყვითურთ ქართულს! —
საქმითურთ ქართულს!

სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, —
რომელსაც ვატყობ! — კოჭებში ვატყობ! —
არის ყველაფრით ყოველმხრივ სანდო
და საქართველოს იმნაირს ნატრობს, —
ნატრობს როგორსაც ქართველი მარტო!

სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, —
ვინც უწყის: ტატომ ღაღადყო რატომ:
სახელმწიფოთა შორის ერთობას
(ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა!)
სარწმუნოება არ ყოფნის მარტო!

სულს მივცემ ჩემსას, —
ერთი სიტყვით, —
მე იმას მარტო, ვინც იცის:
გაჩნდა ქართველად რატომ!”