მთელი ევროპა იბერიელებს – ქართველებს ეკუთვნით!

საქართველოს შესახებ არაერთი საინტერესო ჩანაწერი არსებობს. პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის:
“მთელი ევროპა იბერიელებს – ქართველებს ეკუთვნით!
“ნეოლითური ხანის (ძვ.წ. 10 000 – 2000 წწ.) არა მარტო ესპანეთის, არამედ საფრანგეთის, ინგლისისა და გერმანიის მთელი ტერიტორიისა, ყოველ შემთხვევაში რაინამდე, ეკუთვნოდა იბერიულ რასას.”
ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
_________
ქართველები – მსოფლიოს პირველი ერი!
თქვენს ერს, მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით, ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი.
ცნობილი იტალიელი მწერალი და პოეტი – ტონინო გუერა
_____________
„როცა იაპონიაში ფეოდალური ომები წარმოებდა, ხოლო ევროპაში ინკვიზიცია მძვინვარებდა, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი შოთა რ უ ს თ ვ ე ლ ი მშვიდობისა და კაცთმოყვარეობის დიად იდეებს ქადაგებდა.
ფ უ კ უ რ ო ი პ ე ი — იაპონელი მწერალი, ფილოლოგი, საზოგადო მოღვაწე. იყო ალპინისტიც. დაამთავრა ტოკიოს უცხო ენათა ინსტირუტი. 1963 იმოგზაურა საქართველოში. მეორედ ჩამოვიდა 1966 წელს, რუსთაველის საიუბილეო ზეიმზე. თარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი”.
__________
„საქართველო — კალიფორნიაა შავი ზღვის პირას“.
ჰუგო ჰუპერტი
____________
“კავკასიელ ხალხთაგან ყველაზე უფრო ცნობილნი არიან იბერიელები (ახლანდელი ქართველები), ისინი ღრმად იყვნენ შეჭრილი მცირე აზიაში. მათ უნდა მივათვალოთ მესხები (მოსხები) და ტიბარენები (ტებალ-ტაბლაი), რომელთაც ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ კაბადოკია ეჭირათ და იქიდან ლაშქრობდნენ ტიგროსის მხარეში. (ამავე აზრს გამოთქვამენ ბულგარელი ვ. გეორგიევი, აკად. არნ. ჩიქობავა და სხვ.)
ედუარდ მეიერი (1855-1930) – გერმანელი ისტორიკოსი, წყაროების შესანიშნავი მცოდნე. “ძველი სამყაროს ისტორია” -ს ხუთტომეულის ავტორი.
_______________
“ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”ჟან
შარდენი(ჟან შარდენი (ფრანგ. Jean Chardin, დაბადებით ჟან-ბატისტ შარდენი, სერ ჯონ შარდენი; დ. 16 ნოემბერი, 1643, პარიზი ― გ. 5 იანვარი, 1713, ლონდონთან) — ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური. მისი ათ-ტომიანი კრებული „სერ ჯონ შარდენის მოგზაურობა“ სპარსეთსა და ახლო აღმოსავლეთზე ადრეული დასავლური კვლევების საუცხოო ნიმუშად ითვლება).
__________
“კავკასიური სახეობა – ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მე ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ მისი სამეზობლო ტერიტორია, განსაკუთრებით კი ქედის სამხრეთი ფერდობი აწარმოებს კაცთა მოდგმის ყველაზე ლამაზ რასას – ვგულისხმობ ქართველებს. და იმიტომ, რომ ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზს მივყავართ იქამდე, რომ თუკი სადმე ჩვენ უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების (თავდაპირველი წევრების) საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ.”
“რამ გამოიწვია ქართველების ასეთი სილამაზე? ისინი ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას. კავკასიის დიდი ხნის შესწავლის შემდეგ დასკვნა გამოვიტანე, რომ საქართველოში არამარტო კავკასიის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ლამაზი ქალები და პატრიოტი კაცები ცხოვრობენ. ხშირად მეკითხებიან, რამ გამოიწვია ქართველი ადამიანის სახის ნაკვთების ასეთი სილამაზე, მისი ჩამოყალიბება… პასუხი ცხადია – როგორც გავარკვიე და რასაც ჩემი თვალებით ვხედავდი ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას და ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალები თითქმის არ მიჰყვებიან ცოლად უცხოტომელებს, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა და ეს გამოწვეულია არამარტო პატრიოტიზმით და ჯიშის შენარჩუნების სურვილით, არამედ მათ უბრალოდ ძალიან მოსწონთ ერთმანეთი. ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა მათთან ურთიერთობის დროს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ერი, რომელმაც კავკასიაში ყველაზე კარგად შეინარჩუნა თავისი სახე, ყველაზე ნაკლებად აღრია თავისი სისხლი. ადრე ქართველ ბიჭებს და გოგოებს თურქები და სპარსელები იტაცებდნენ თავიანთი ჯიშის გასაუმჯობესებლად და ეს არც მიკვირს. თურქებიც და სპარსელებიც თავადვე აღიარებენ ამას. საოცარი ერია, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი კაცი და ქალი სრულად ავსებენ ერთმანეთს.”
იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი (1752-1840) – გერმანელი ანთროპოლოგი, ფიზიოლოგი, ნატურალისტი და ექიმი, რომელმაც ჩამოაყალიბა რასობრივი თეორია და დაამკვიდრა მსოფლიოში თეთრკანიანთა აღსაწერად ტერმინი “კავკასიელი”, რასაც დღემდე ოფიციალურად იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
_____________
ჰუგო ჰუპერტი – მე ვუწოდებ ქართველებს “ფენიქსის ერს”
გენიალური ავსტრიელი მწერალი, რუსთველოლოგი ჰუგო ჰუპერტი (1902-1982) ძალიან კარგად იცნობდა საქართველოს უძველეს ისტორიას და ქართველი ერის უნიკალურ ცივილიზაციურ წვლილს კაცობრიობის ისტორიაში:
“ქართველები – ეს არის ხალხი, რომელთა უჯრედები ატარებს შუმერების, ურარტუელების, კოლხების, იბერების, ხალიბების, არიელების და სხვა პირველი ცივილიზაციების და კულტურების შემოქმედთა გენეტიკას.
ეს არის დიდი “კარდჰუს ერი”, რომელიც იმდენი ჭამეს გარშემომყოფმა მტრებმა, სანამ არ დააქვეითეს მისი ძლიერება.
ისტორიის მანძილზე მოუწყვეს რამდენიმე ასეული გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ყოველი საუკუნე ეთნიკურ წმენდაში და ჰოლოკოსტში, სრულად ცეცხლში დაწვაში გამოატარეს…
მაგრამ საოცარია, რომ ამან მხოლოდ გამოაწრთო ისინი, როგორც ცეცხლი აწრთობს ფოლადს. თვითგადარჩენა და ჭირში არნახული გაძლება ქართველების ეთნიკურ პროფესიად იქცა.
ქართველებს თავისი დედაქალაქი 29-ჯერ სრულად გადაუწვეს და ოცდაცხრაჯერვე სრულად და უფრო დიდი დიდებით აღდგა თბილისი!
ქართველები, მათი დედაქალაქი თბილისი და ფრინველი ფენიქსი ერთი რამით ჰგვანან ერთმანეთს – დაბერებული და დამწვარი ფენიქსი საკუთარივე ფერფლიდან აღდგება და ახალ სიცოცხლეს იწყებს. თბილისის და ქართველების ისტორია დაფერფვლის და ფერფლიდან აღდგომის ისტორიაა. მე ვუწოდებ ქართველებს “ფენიქსის ერს”.
_____________
,,ერიდეთ, ქართველებს!
ისინი ცეკვის დროსაც ომობენ!
ქართველებს ერიდეთ მაშინაც, როდესაც
მღერიან! ცეკვა კი!..მაგათი ცეკვა – უკვე ომია!!!”
ნაჯმ ად-დინ ილღაზი,
დიდგორში დამარცხებული 400 ათასიანი
მტრის კოალიციური ჯარის მთავარსარდალი.
___________
“ჩემო მკითხველო, თუ საქართველო საკმარისად მაინც ვერ დაგიხატე, გაიხსენე ირლანდიაც, იტალიაც, ჰოლანდიაც, ავსტრიაც და შვეიცარიაც, არც კნუტ ჰამსუნი დაივიწყო, 1903 წელს საქართველოს “თავგადასავალთა ქვეყანა” რომ უწოდა და კარგად თვითონაც ვერ გაარკვია მართლა ნახა ის, თუ დაესიზმრა.”
ადოლფ ენდლერი (1930-2009) – გერმანელი მწერალი.
____________
საქართველოში მოგზაურობის შესახებ ნობელიანტი მწერალი მეგობარს სწერდა: ,,ამაზე გასაოცარი და შესანიშნავი ზღაპარი ჩემს ცხოვრებაში აღარასოდეს იქნება. ეს სხვა სამყაროა, სადაც ხალხი უფრო ლამაზია, ღვინო-უფრო წითელი და მთები-უფრო მაღალი: და მგონია, რომ ყაზბეგის სიახლოვეს ღმერთი ცხოვრობს მუდამ…»
კნუტ ჰამსუნი –
ნორვეგიელი მწერალი, 1920 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში
_____________
“საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია.”
,,საქართველო, მშვენიერო ჩემო მხარევ,
შენს დიდებას ვერ დაფარავს ჟამთა რიდე,
ძველთაგანვე განთქმული ხარ კიდით-კიდე,
უკვდავ მგოსნებს უმღერიათ ქება შენი
ვაჟკაცობა გქონდა ღმერთთა შესაშვენი.
საქართველო, მშვენიერო ჩემო მხარევ
სწორედ შენზე დაბერტყილა უფლის კალთა
შენს წალკოტში დადის გუნდნი ტურფა ქალთა
სილამაზით მათი მსგავსი არის არსად
არც შობილა დასადარი ქვეყნად მათთა.”
“ათას ერთი დღე აღმოსავლეთში. 1844 წ.”
ფრიდრიხ მარტინ ფონ ბოდენშტედტი (1819-1892) – გერმანელი მწერალი, პოეტი.
____________
1894 წელის დეკემბერში მარჯორი უორდროპი პირველად ეწვია საქართველოს. როცა მარჯორი უორდროპი ბათუმის ნავსადგურს მოადგა გემით, მღელვარედ თქვა: „საქართველო ჩემთვის იყო ზღაპრული ქვეყანა და სწორედ ახლა შევდივარ ამ მომაჯადოებელი ქვეყნის საზღვრებში.“
მარჯორი უორდროპი — ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. პირველმა თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე „ვეფხისტყაოსანი“.
_______________
ქართველები – სუპერმენები!
ჯონ სტეინბეკი საქართველოზე: “სადაც უნდა ვყოფილიყავით, მოსკოვში, კიევში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან გამუდმებით საქართველოს ჯადოსნური სახელი ჩაგვესმოდა. ისინიც კი, ვინც არასდროს ყოფილა იქ და ვერც ვერასდროს ჩავლენ ალბათ, საქართველოზე მონუსხული აღტაცებით ლაპარაკობდნენ. ისინი ქართველებზე ისე ყვებოდნენ, როგორც სუპერმენებზე,.. თან ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს ეს კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ქვეყანა მეორე სამოთხე იყოს”. ამ სიტყვებით, მწერალი არა მხოლოდ პიროვნულ სიმპათიას გამოხატავს საქართველოსადმი, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით მის ერთგვარ უპირატესობასაც და ეს აზრი რომ რეალურია, ამაში მოგვიანებითაც კიდევ რამდენჯერმე თავად დაგვარწმუნებს. “ეგ კი არა, ისიც გვგონია, – იუმორნარევი სერიოზულობით აგრძელებს იგი, – რომ ბევრს რუსს სჯერა, წესიერად, პატიოსნად თუ იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ საქართველოში მოხვდება”.
ჯონ ერნსტ სტეინბეკი — ამერიკელი მწერალი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით „თაგვებსა და ადამიანებზე“ და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით „მრისხანების მტევნები“.
_____________
“არის ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.” სტრაბონი (ბერძ. Στράβων; დ. ძვ. წ. 64/63 — გ. 23/24) — ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი.
____________
ჰანს შერფიგი (დანიელი მწერალი): “საქართველო-ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა.”
____________
,,პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის რანგის პოეტი.
ქართველი ხალხი დიდი ერია! ხოლო რუსთაველი – ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი
დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა,
აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან.
ჰოი, აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად,
თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია.”
ასუნი რიზკალა (1825-1880 წწ)
ქრისტიანი არაბი მწერალი, განმანათლებელი.
_____________
ესეც ალიყური! – დავიმახსოვროთ!
“ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან. მოლაპარაკების დროს არ არიან ჯუიტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება”.
პიეტრო დელა ვალე — იტალიელი ვაჭარი, მოგზაური, აღმოსავლეთმცოდნე, ლიტერატორი, თეოლოგი, დიპლომატი. ეკუთვნოდა რომის ცნობილ არისტოკრატთა გვარს.1614–1626 წლებში იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში.
______________
“მთელი საქართველო მშვენიერ წალკოტს წარმოადგენს, ხოლო კახეთი საქართველოს ედემია… მომხიბლა ქართულმა ხელოვნებამ, გამოფენამ… ქართველი განსაკუთრებით პატივისმცემელია მანდილოსნისა, აქ მის სურვილს ხშირად უსიტყვოდ ემორჩილებიან. საკმარისია ქალმა მანდილი ჩააგდოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმულთა შორის, რომ ჩხუბი მყისვე შეწყვიტონ, თითქოს რაღაც ზეციური შუამავალი ჩაერია…” ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო, ბარონ დე ბაი (ფრანგ. Amour-Auguste-Louis-Joseph Berthelot; დ. 31 იანვარი, 1853, პარიზი — გ. 3 ივნისი, 1931, იქვე) — ფრანგი არქეოლოგი
___________
“საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.” იმანუელ კანტი — გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი.
__________
“ქართველები-კოლხები, კახელები, იმერლები, გურულნი, მეგრელნი, სვანები და სხვანი ერთ მშობლიურ ენაზე-ქართულად მეტყველებენ დასაბამიდან და ეს იყო მათი ენა აყვავების ხანაშიც, როცა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, თერგიდან არაქსამდე მეფობდნენ.
საქართველოვ, მშვენიერო ჩემო მხარევ!
სწორედ შენზე დაბერტყილა უფლის კალთა,
შენს წალკოტში დადის გუნდი ტურფა ქალთა,
სილამაზით მათი მსგავსი არსად არი,
არც ყოფილა ქვეყნად მათი დასადარი…” ფრიდრიხ მარტინ ფონ ბოდენშტედტი — გერმანელი მწერალი. გვიანდელი ეპიგონური რომანტიზმის წარმომადგენელი.”