მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილმა ანსამბლ “რუსთავის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო:
“სამწუხაროდ, ვტოვებ ანსამბლ “რუსთავს”. მალე გავასაჯაროვებ იმ ბინძურ ფაქტებს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა ბოროტი, შურიანი, ბოღმიანი და უნიჭო ადამიანების მიერ. მე მანდ უკვე აღარაფერი მესაქმება! ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ცოცხალი იყო! წავიდა და ყველა თავისკენ ექაჩება მის შექმნილს! 30 წელია სცენაზე ვდგავარ და ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ფორმით დამესრულებინა საცეკვაო კარიერა. ბოდიში, მაყურებელო, რომ სცენიდან ვერ დაგემშვიდობეთ. მადლობა იმ ხალხს, ვისთან ერთადაც სცენაზე ვიდექი! ბევრი რამის დაწერა მინდა. რთულია წერაც. მე ყოველთვის ვცდილობდი ანსამბლს რუსთავისთვის კარგი გამეკეთებინა და მისი სახელი არ შემერცხვინა… იმ ბინძურ ხალხს კი გეტყვით, რომ მე სხვაგან ვარ ვერ დამეწევით… კიდევ ბევრს გავაკეთებ არ გავჩერდები.
აქევე მინდა ვუთხრა ტელევიზიებს, რომ ჩემი ეს პოსტი არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის, მე ხელოვანი ვარ და ნუ ეცდებით პოლიტიკური ელფერი მისცეთ! არც ერთ მედია საშუალებასთან არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს!”