კახი კავსაძის ძალიან კარგი ვიდეო

მსახიობ კახი კავსაძეს ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების უმარტივესი რეცეპტი ჰქონდა:

“არავისი არასდროს არაფერი არ შეგშურდეს და შენ იქნები წარმატებული. რატომ იცით? შენს საქმეზე იფიქრებ! როცა გშურს, შენ იქა ხარ, იმის წარმატება გკლავს, ამიტომ შენ იფიქრე შენს თავზე და გააკეთე ის საქმე, რასაც ფიქრობ, რომ გააკეთებ.

თვალის ოპერაცია რომ გავიკეთე, მიკეთებს ოპერაციას პროფესორი და მეკითხება: ბატონო კახი, კარგად შენახული ბრძანდებით. როგორ შეინახეთ ასე თავი? და ვუპასუხე: არასოდეს არავისი არაფერი არ შეგშურდეს და დიდხანსაც იქნები, ჯანმრთელადაც იქნები და ასე შემდეგ… მგონია, აქაა ყველაფერი!”