იოსებ კეჭაყმაძის საამაყო საქციელი

ბევრისთვის ალბათ უცნობია, რომ საქართველოს ახლანდელი ჰიმნის მუსიკა  ზაქარია ფალიაშვილის  ოპერა “დაისიდანაა:, რომელიც კომპოზიტორმა იოსებ კეჭაყმაძემ დაამუშავა.

ოპერის მომღერალი თამარ ივერი იოსებ კეჭაყმაძის საამაყო საქციელის შესახებ გვიამბობს:

“ალბათ ყველამ არ იცის, რომ ჩვენი ჰიმნის მუსიკა დიდ ზაქარია ფალიაშვილს ეკუთვნის (ოპერა “დაისი”-დან) ტექსტი – დავით მაღრაძეს, ხოლო ეს ყოველივე ჰიმნად დაამუშავა ცნობილმა კომპოზიტორმა იოსებ კეჭაყმაძემ.

ბატონ იოსებს ამ ჰიმნის დამუშავებაში მაშინდელმა მთავრობამ 20.000ლარი შესთავაზა, რაც მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო. ბინასაც იყიდიდი. ბატონმა იოსებმა კი თანხაზე უარი თქვა…”რას ბრძანებთ, ჩემი ქვეყნის ჰიმნის შექმნაში თანხას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიღებ! პირიქით,ეს ჩემთვის დიდი პატივიაო!”

აი, ასეთ ადამიანებზე იდგა და იდგება საქართველო! და ასეთები შემორჩებიან მის ისტორიაში!”