იოანე ზოსიმეს ხელნაწერი მილიონ გირვანქა სტერლინგად კრისტის აუქციონზე იყიდება.
ბაია წიქორიძე:
“ქართული ხელნაწერი – მილიონ გირვანქა სტერლინგად – საერთაშორისო აუქციონზე!
იოანე ზოსიმეს ხელნაწერი კრისტის აუქციონზე!
ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი !
11 ივნისს, ლონდონის Christie’s აუქციონზე Manuscript Masterpieces from The Schøyen Collection წარმოდგენილია
სინაის მთის (ეგვიპტე) ხელნაწერი კოდექსი (პალიმფსესტი)
არამეულ და ქართულ ენაზე, ძირითადი ტექსტი მე-5-7 სს., ზედა ტექსტი გადაწერილია იოანე ზოსიმეს მიერ, 979 w.
ესთიმეითი GBP 1,000,000 – GBP 1,500,000
ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -13 სს. შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე. პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან.
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის უჩინარ მეგობარს !
წარმომავლობა:
ხელნაწერი შედევრები მარტინ შოენის კოლექციიდან
1955 წლის ზაფხულში ფლორენციაში 15 წლის მარტინ შოენმა შეიძინა თავისი პირველი ანტიკვარული წიგნი – ფრანგული ქადაგებების ხელნაწერის ფრაგმენტი – 1300 წ. ამ ხელნაწერის შეძენიდან დაიწყო ოდესმე შეკრებილი ხელნაწერების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექციის ისტორია. 1980-იანი წლების ბოლოს მარტინ შოენი და მისი კოლექცია ცნობილი გახდა აუქციონის სახლებისთვის, მეცნიერებისთვის და დილერებისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი მასშტაბისა და ხარისხის კოლექციის შეგროვება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტინ შოიენმა წარმატებას მიაღწია.
ეს ბრწყინვალე კოლექცია მოიცავს 1300 კულტურის ისტორიის ძეგლს და მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ხელნაწერებს, როგორიცაა კროსბი-შოიენის კოდექსი, ჰოლხამის ებრაული ბიბლია, Codex Sinaiticus Rescriptus და Geraardsbergen ბიბლია, ასევე ბერძნული ლიტერატურა, ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართალი, შოტლანდიური მატიანე და სხვა.”