გია ნიკოლაძის ულამაზესი მიძღვნა საქართველოს 

მომღერალმა, კომპოზიტორმა და პოეტმა გია ნიკოლაძემ საქართველოს ულამაზესი  ლექსი და სიმღერა მიუძღვნა:

“სადაც ქარები დაქრიან ველზე
სადაც სვეტი დგას ქალღმერთის ხელზე
სწორედ იმ ქართ-ველს ღმერთი ახსენებს
და სიტყვის მთქმელად აღმოაცენებს
სწორედ იმ სიტყვის სადაც გრაალი
ცნობილ ფრესკაში გამოვლინდება
და თასიხმალის სადარაჯოზე
ვარდების მიღმა ამობრწყინდება
ამობრწყინდება და დაირწევა
ოქროს აკვანი უძირო ტბაში
რომ გააბრწყინოს უფ-ალის ალი
მართ-ალ-მდიდებელ რელიგიაში
და გაბრწყინდება ზე მგრძნობიარე
აწ წოდებული დედად და ღმერთად
და იბერიაც გადაბრწყინდება
მრგვ-ალი უფ-ალის სხეულთან ერთად!”