„ევროპული კულტურის“ პრიზი ლიზა ბათიაშვილს

მსოფლიოში ცნობილ ქართველ მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილს „ევროპული კულტურის“ პრიზი გადაეცა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ლუქსემბურგში გაიმართა. ჯილდო ლიზამ ახალი თაობის არტისტების მხარდაჭერისთვის მიიღო:

” დიდი იმედით ვუყურებ მოვლენების განვითარებას ჩემს სამშობლოში – საქართველოში, სადაც ახალგაზრდები ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოდიან.”