ბესიკ ხარანაულის მიძღვნა ქართველ ფეხბურთელებს 

პოეტმა ბესიკ ხარანაულმა ქართველ ფეხბურთელებს საოცარი სიტყვები მიუძღვნა:

“კვლავაც უფრო, საქართველო, ეს დღე გათენებულია

ქართველ ფეხბურთელებს

1
კვლავაც უფრო,
საქართველო,
ეს დღე გათენებულია,
ჩიტი ასტვინებულია,
გული აძგერებულია,
დედამიწის ყველა კუთხე
შენი მაყურებელია,
შეუღები შეგიღია,
შეუძლები შეგძლებია!
ტრიბუნებზე მდგარი ხალხი
ერთურთს ტაშით ეხლებიან,
უკვე აღარ კითხულობენ
– ვინ ხალხია, რა ერია?
– ჯვრიანი დროშა ფრიალებს,
საქართველო აწერია!
2
კვლავაც უფრო,
საქართველო,
ბევრ ბრძოლას ხარ
შენამსწვრალი,
ბევრგან სხვაგან გიომია,
არ წაშლილა შენი კვალი,
დაე, ყვლგან დარჩეს შენთა
ბედაურთა ნატერფალი,
კვლავაც უფრო,
საქართველო,
გიყურებენ სარკმელები,
– ქართველობით თუ იომეს,
მოიგებენ ქართველები!
ქართველობა ძალა არის,
ჩვენი ჯიში, ჩვენი თესლი,
თუ მოვიგეთ, კარგი არის,
თუ წავაგეთ, უკეთესი,
მთავარია, რომ ვიბრძოლეთ,
თავი ყველას დავახსომეთ,
გამარჯვება გვქონდეს მუდამ,
არ დავმარცხდეთ არასოდეს,
დაინახოს, ვინაც ხედავს,
გაიგონოს, ვისაც ესმის,
ბევრი კარგი დღე გვინახავს,
ეს დღე არის უკეთესი,
რომ დარჩება დედამიწას
შენზე ბევრი სასაუბრო,
კვლავაც უფრო,
საქართველო,.
კვლავაც უფრო,
კვლავაც უფრო,
კვლავაც უფრო!”