ანსამბლ “აფხაზეთის” ულამაზესი შესრულება

სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა “აფხაზეთი” ულამაზესი შესრულება მიუძღვნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. “სუხიშვილების” მოცეკვავემ ბაჩანა ჭანტურიამ ქართველი ფეხბურთელებისთვის მადლობის გადახდა ორიგინალურად გადაწყვიტა და საკუთარი იდეა სისრულეში მოიყვანა – დინამოს სტადიონზე გადაღებულ ვიდეოში გია მაჭარაშვილის სიმღერაზე “გაიღიმე” მოცეკვავეებმა ულამაზესი საცეკვაო ნიმერი დადგეს.

– ვგულშემატკივრობ საქართველოს! სიყვარულით აფხაზეთი! – ასეთია ანსამბლის გზავნილი.