ზვიად გამსახურდიას უნიკალური სიტყვები

საბედნიეროდ, ზვიად გამსახურდიამ არაერთი უნიკალური ჩანაწერი დაგვიტოვა, რომელიც მომავალი თაობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ და ის ტრადიციულად ბოროტების იმპერიას – რუსეთს შეეხება:

“უნდა ვიმუშავოთ, რომ იმპერიამ ვერ მიაღწიოს ისევ განხეთქილებას, ვერ შეინარჩუნოს ის განხეთქილება, რომელიც დათესა,  თუნდაც იგივე კონგრესთან, იგივე იმ ხალხთან, ვისთანაც პოლემიკა გვაქვს.

მერაბ კოსტავა იტყოდა ხშირად – საქართველოში ჩვენ გვინდა ნამდვილი დემოკრატია , ნამდვილი ჰაიდ პარკი. მას უყვარდა ეს სიტყვა – ჰაიდ პარკი და ჰაიდ პარკში იცით რას გულისხმობდა? თავისუფლად გამოთქმას აზრისას, თავისუფალ კამათს, პაექრობას, ყოველგვარი ურთიერთსიძულვილის გარეშე, მაგრამ, ვაი, რომ ამ იმპერიის მიერ ვართ მოწამლულები ყველანი  და ვერ გავთავისუფლდით ამ ჩვევისაგან – საკმარისია ურთიერთის მიმართ გამოვთქვათ განსხვავებული აზრი, რომ მტრებად ვიქცევით. არ არის ეს ლამაზი! გამოთქვას სხვამ ჩვენზე ცუდი აზრი, გამოთქვას ცუდი შეხედულება, მოდით, ნუ გავუხდებით მას მტრად და ნუ დავუპირისპირდებით, საქმით დავარწმუნოთ, რომ ის ცდება!”