გენიალურმაა ვაჟა-ფშაველამ ყველაზე კარგად იცოდა ქართველების გულის წადილი – თავისუფლება – და ყოველთვის მხარს უჭერდა და ამხნევებდა მათ:
“ადრე ნუ ჰკარგავ იმედსა,
მალევ ნუ დაწვრილმანდებით.
ქედს ნუ მოიხრით მონურად,
მალევ ნუ დაიჩაგრებით.
აღსდგება ქრისტე, ნუ სტირით,
შემოიკრიბეთ მხნეობა!
რად მალე გული გაგიტყდათ
და დაგიმჩატდათ მხნეობა?!
დაგვატკბობს ერთხელ ჩვენაცა
თავისუფლების დღეობა.
სისხლ გულით ნადენს, ცრემლს-თვალით
შესცვლის ლხინი და ღრეობა!”