მწერალი თამრი ფხაკაძე თავის გულისნადებსა და მთავარ სათქმელს გვიზიარებს:
“თქვენ, ვინც საქართველოს დიდებას მხოლოდ წარსულში ეძებთ, მხოლოდ გარდასულებისთვის არ გენანებათ ქება, მხოლოდ საუკუნეების წინანდელებში ხედავთ გმირებს, აქებთ მათ და უშურველად აღიარებთ, რადგან აღარ არიან, წარსულია, post mortem ქება იოლია!
და ვინც დღევანდელ ახალგაზრდებს “ალა ლუსულ კანონშ”, “პატალები” და მსგავსი ცინიზმი მოუფიქრეთ…
მართულებს და სათამაშოებს უწოდებთ…
ვერ ხედავთ მათ ანთებულ, გაბრწყინებულ სახეებს…
არ გესმით მათი გულისცემა…
არ იცით მათი არაფერი….
არ გჯერათ მათი… არ უსმენთ ..
არც უშვებთ, რომ მათ საკუთარი აზრი, სამშობლოსადმი საკუთარი დამოკიდებულება აქვთ….
რომ მათ შორის უამრავი პოტენციური გმირია!….
შეგახსენოთ?
რამდენი წლის გამეფდა გორგასალი?
15!!
და 16 წლისამ უკვე დაამარცხა ალანები, დარიალი დაიკავა, ტყვეები გამოიხსნა და ჩრდილოეთის საზღვარი გაამაგრა! ვისგან იმართებოდა? იქით მართავდა ლაშქარს და მთელ ერს!
რამდენი წლის გამეფდა დავით აღმაშენებელი?
16!
ვინმე მართავდა?
თვითონ მართავდა პროცესებს და თვითონ ააღორძინა თურქ-სელჩუკებისგან გადამწვარი და აოხრებული საქართველო!
თამარი რამდენი წლის გამეფდა?
24!
ვერ მართავდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე?!
მარო მაყაშვილი რამდენის იყო?
19!
იუნკერები? ძალიან ხანდაზმულები იყვნენ?
9 აპრილის გოგო-ბიჭები?
გიორგი ანწუხელიძე?!
კიდევ რამდენი გავიხსენოთ უამრავიდან?
ჰოდა, რატომ დაგიჟინიათ ზოგს, “ალა-ალას” ავტორებს, რომ ამათ, ამ დღევანდელ ახალგაზრდებს “რა გაეგებათ პოლიტიკის”?
გაეგებათ და თუ მოუსმენთ, თქვენც გაგაგებინებენ.
სიყვარული ჩართეთ.
აგრესია გამორთეთ.
და ჩასაფრებულ პოზას შეელიეთ.”