საქართველოს ჰიმნი ჰააგის ტაძრის მთავარი სამრეკლოდან

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ჰააგის დიდი ტაძრის – Grote Kerk – მთავარი სამრეკლოდან ზარებით გაჟღერდა. ნიდერლანდელმა მუსიკოსმა Gispert kok-მა. 1 საათის განმავლობაში დაუკრა რევაზ ლაღიძის “თბილისო”, გია ყანჩელის, “ყვითელი ფოთლები” ჯანსუღ კახიძის “მოვა მაისი”, ნიკოლშოუს “გამოვა ეს საღამო ყველაზე მაგარი”, ნიაზ დიასამიძისა და რეგიონის “აი, იმ მთაზედა”, ყველას “სამშობლო”, ზაქარია ფალიაშვილის “ღვინო კახურო”, ვარინკა წერეთლის “სულიკო”, ალექსანდრე რაქვიაშვილის მუსიკა კინოფილმიდან “ფესვები”…

გუჯა მარდალეიშვილი, მუსიკოსი:

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჰააგის დიდი ტაძრის (Grote Kerk) მთავარი სამრეკლოდან ზარებით გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, თბილისო და ქართული მელოდიები. კომპოზიციები შეასრულა ნიდერლანდელმა მუსიკოსმა Gispert kok -მა.”