საგანგაშო მდგომარეობა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში

ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში საგანგაშო მდგომარეობაა.

ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას შთამომავალი:

“ეს მდომარეობაა ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში…

დაძრულია მუზეუმის ხიდი, ხიდის მიმდებარე მიწა. ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო, ტრანსფორმატორი და ის მწვანე პატარა ჯიხურიც. მუზეუმთან მისვლა საშიშია…

ასეთი რამ მე არ მახსოვს, არ ახსოვთ ჩემზე დიდებსაც! ღმერთო უშველე ჩემს პატარა სამოთხეს და ჩემს ქვეყანას მთლიანად!”