მუხრან მაჭავარიანი საქართველოზე

პოეტ მუხრან მაჭავარიანისთვის სამშობლო – საქართველო იყო წმიდათაწმიდა, ამიტომაც მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი, სწორედ საქართველოს ეძღვნება.

პოეტის შვილმა, ნანა მაჭავარიანმა მამის ერთ-ერთი ლექსი გაგვიზიარა, რომელიც 1964 წელს არის დაწერილი:

“ეძღვნება 26 მაისს!

გილოცავთ, ვისაც წვლილი მიგიძღვით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში და მათაც, ვისაც დამოუკიდებელი საქართველო გირჩევნიათ საბჭოთა საქართველოს!

კვლავაც მრავალჯერ გეთქვას!

საქართველოო _ ჩემო _
დიდედაო და შვილო.
შენმა ძახილმა მომკლა,
შუადღეა თუ დღეო:
_ ბიჭო, არ შემარცხვინო,
ბიჭო, არ შემარცხვინო! _
მოვკვდები უბიჭებოდ! _
ე, ბიჭო, ივარგეო!
საქართველოო _ ჩემო _
დიდედაო და შვილო.
თუ ვერ ჩავატან გემოს
შენს ჰაერსა და ღვინოს,
თუ ვერ ჩავატან გემოს
შენს ჰაერსა და ღვინოს! _
ღმერთმა შენც შეგარცხვინოს
და შენი შავი ღვინოც!
(გეხუმრე, _ არ გეწყინოს!)
საქართველოო _ ჩემო _
დიდედაო და შვილო,
შენი კეთილი გული
ნუ მომიშალოს ღმერთმა:
_ ბიჭო, არ შემარცხვინო,
ბიჭო, არ შემარცხვინო! _
კვლავაც მრავალჯერ გეთქვას,
გეთქვას,
გეთქვას და გეთქვას.”