მოუსმინეთ თემურ ბაბლუანს

კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი ქართველებს უმთავრესს შეახსენებს – თუ არ იცი ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ასეთი ადამიანი ძალიან ცოდოა:

“ყველა ადამიანს აქვს განცდა – ვინ ხარ შენ და საიდან მოდიხარ, შენი ფესვები რას ნიშნავს. ამ განცდის გარეშე ადამიანი ძალიან ცოდოა. თუ შენ არ იცი შენი ისტორია, შენი ფესვი არ იცი, შენი ის განცდები,  ის ომები, ათასობით რომ გაქვს გადატანილი, რაღაცა შენში თუ არ მომხდარა იქიდან გამომდინარე… თუ არ გასწავლეს, არ გითხრეს, ცოდო ხარ. ქართველი ხარ, ამის განცდა ხომ უნდა გქონდეს?! თუ არაფერი არ ხარ და თეზისებს და ლოზუნგებს ყრი აქეთ-იქით, ღობე-ყორეს ედები, სუსტი ხარ, არაფერი არა ხარ.

ევროპას რომ იძახიან, თუ ვინმემ იცის, ცოტა მეც ვიცი იქაურობაზე.  იქ ეგრე არ არის, რომ თავისი თავი არ ახსოვდეთ. ლოზუნგებს არ ყვირიან, მაგრამ ყველას ახსოვს თავისი თავი, თავისი ეროვნული ღირსების განცდა აქვს ყველას, თავის ისტორიას ძალიან სერიოზულად პატივს სცემენ და მაგაზე დგანან პრინციპში. შენ რატომ უნდა დაგავიწყდეს შენი თავი, შენი ისტორია – მე თუ არ ვიცი ვინა ვარ, მე თუ ჩემიანი არ მიყვარს, ჩემიანის პატივისცემა არა მაქვს და რაღაცა განცდა არა მაქვს, პასუხისმეგბლობა არა  მაქვს, არაფერი არა ხარ – ფიტული ხარ მაშინ.”