3 მაისი, 2024

ჯემალ ქარჩხაძის უძვირფასესი სიტყვები

მწერალ ჯემალ ქარჩხაძის რომანებსა და მოთხრობებზე არანაკლებად მნიშვნელოვანი მისი პუბლიცისტიკაა.

“არტ ინფო” პატარა ნაწყვეტს გიზიარებთ:

“საქართველო გუშინ არ დაწყებულა და ხვალ არ დამთავრდება… ჩვენ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე მუდამ განსაცდელში ვიყავით, სულ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, სულ საიდანღაც გასვლას და რაღაცისგან თავის დაღწევას ვცდილობდით. არ შეიძლება ასე უსასრულოდ გაგრძელდეს, არ შეიძლება – თუ, რა თქმა უნდა, ცოტ-ცოტას ჩვენც ხელს გამოვიღებთ – ადრე თუ გვიან მზიან მინდორზე არ გავიდეთ… გავალთ იქ, სადაც ღირსეული ადამიანების ადგილია და სადაც არც ერთიმეორისთვის და არც სხვათათვის თვალის გასწორებისა არ შეგვრცხვება. ეს არ არის ფუჭი ფანტაზია. აქეთკენ გვიბიძგებს ჩვენი ისტორიაც და ჩვენი ფარული ნებაც.”