პოეტი ბესიკ ხარანაული ალალად და გულწრფელად ლოცავს თავის მომავალს – ახალგაზრდობას და მათ ანგელოზების ჯარს უწოდებს:
“ანგელოზების ჯარი
ნეტა საიდან მოფრინდა
ანგელოზების ჯარი,
ნეტავი თვალმა მატყუა,
ან თუ სიზმარი არის,
ნეტა მიწისა არიან,
თუ ცამ გაუხსნა კარი,
სადგომად არ ეყოფოდათ
ის ტირიფონის ბარი,
სასმელად არ ეყოფოდათ
ალაზანი და მტკვარი,
ყელს ებათ ზანზალაკები,
უჟრიალებდათ ქარი,
ამავალ-ჩამავალები,
ცა-მიწის საშუალი,
უკიდეგანოდ გაშლილი,
არ ედებოდათ თვალი,
აივნები და ხიდები
ამათი მაცქერალი,
– რუსეთს ნუ დაემოყვრებით,
ბევრჯერ მოგვტეხეს მხარი,
მრავალი სენი შეგვყარეს,
ცრემლით გვისველეს თვალი,
ჩვენ ჩვენი თავი გვეყუდნეს,
რა გვჭირს სხვის შესაბრალი…
დიდი დიოდა ლაშქარი,
არ ედებოდა თვალი,
ვით გადამფრენი ფრთოსნების
შინ მოსეული ჯარი,
ნაფრენი და დაუმჯდარი,
ჭრელებით ამძივარი,
მშვიდობიანად ვიდოდნენ,
ქალაქს რამ შესდო ზარი?
არავინ გამაგებინოს
აუგი საუბარი,
მე მაცქერალი გახლავართ,
არა ვარ ხალხში მდგარი,
მითაც შორიდან ვლოცულობ,
– ღმერთო, დასწერე ჯვარი!”