6 მაისი, 2024

გიორგი გილიგაშვილი გიორგობის დღესასწაულზე

პოეტმა და მომღერალმა გიორგი გილიგაშვილმა გიორგობის დღესასწაულს სიმღერა მიუძღვნა და მას “გავღმერთიანდეთ” უწოდა:

გიორგობა

გიორგობას მივულოცავ სხვა სახელებს,
ვინც ქრისტეს თავის ღმერთად ასახელებს,
ვხედავ იბანს პილატესებრ მასა ხელებს,
ვინ_ცა_ჰყიდის ვერცხლი სწორედ მას ახელებს,
მაგრამ მჯერა მომავალი მასახელებს,
არ აღრევენ მტერ-მოყვარის გვარ სახელებს,
გიორგობას მივულოცავ სხვა სახელებს,
ვინც ქრისტეს თავის ღმერთად ასახელებს….
გიმზერ ფრთებს ვერ შლი, მე ღვინით ხელში,
არ მყოფნის ძალა, წავდე ბერში,
თეთრად თოვს გარეთ დავდივარ მტვერში,
გაყინულია ეს გული მკერდში,
ჟამი გადადის ფერიდან ფერში,
მარტო სულები გამეფდნენ ერში,
უკვდავებს ვეძებ ვით გილგამეში,
ჩირაღდანს ვანთებ მზიან ღამეში,

მითხრეს ძე ციდან აპირებს,
ურტყამს ცენტრს და ნაპირებს,
ზეცა გვისრულებს დანაპირებს,
კვეთს მართალი დანა პირებს (x2)

გაკიდული სამყაროებს შორის,
ხიდი არის საოცარი ბროლის,
მე მფლობელი წარსულში ედემის,
მძებნელი ვარ ევას დიადემის,
რა ვქნა მიჭირს პოვნა ჩემი როლის,
მსურს მიღება წმინდა ანტიდორის,
ვიცი მნახველი გავხდები ომის,
სვავებს ჭამა მობეზრდებათ მძორის,
შევებრძოლე აქილევს და ოდინს,
ახლა ვერცერთს ვერ იხილავ ცოცხალს,
შეინანე მეგობარო ხვალ სიკვდილი მოდის,
გიყვარდეს არ დაემონო ცოდვას,
დედამიწა არის ჩვენი სახლი ჩვენი პლანეტა,
ჩემმა მუზამ იფეთქა და სულ არ გადაამეტა,
ვინც საზღვრები მოიგონა გაბედა და ჩაკეტა,
საბრალოა წვეთი სიყვარულის ქონდეს მას ნეტა,

მითხრეს ზე ციდან აპირებს,
ურტყამს ცენტრს და ნაპირებს,
ზეცა გვისრულებს დანაპირებს,
კვეთს მართალი დანა პირებს.

ქვე სამყაროში, გლისპი ბელიერი ებგურმა მანგმა არრეში განცდა,
ო, მარმენიო ვითარ განვტოლდე თაბუთყათარი ას ათასს გასცდა,
გავღმერთიანდეთ!!!”