გიგი ჭიპაშვილის ულამაზესი მიძღვნა ჯანსუღ კახიძეს

არაერთი გენიალური სიმღერის ავტორმა და შემსრულებელმა ჯანსუღ კახიძემ უდიდესი საგანძური დაგვიტოვა თავისი შემოქმედების სახით. პიანისტმა გიგი ჭიპაშვილმა მაესტროს ულამაზესი მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა.

თეკა კახიძე, ჯანსუღ კახიძის შვილი:

“დღეს მისი და საქართველოს დღეა, რომლის გარეშეც ვერ წარმოედგინა ცხოვრება, თუმცა ნებისმიერი ქვეყანა ბედნიერი იქნებოდა იქ რომ ეღვაწა… სამშობლომ ბევრი აწვალა, ჯიჯგნა, გული ატკინა , მაგრამ სულით და ხორცით ქართველი იყო, ამიტომ ყველაფერს გაუძლო და მაინც დაგვიტოვა თავისი შემოქმედების ღრმა კვალი ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში, თავისი გაზრდილი მუსიკოსების და მსმენელთა თაობები…

ამიტომ კანსუღ კახიძეს და მის საოცნებო ძლიერ და მშვიდ საქართველოს გაუმარჯოს!”