გენიოსი მორის ფოცხიშვილი

პოეტი მორის ფოცხიშვილი ნამდვილად ის შემოქმედია, რომელმაც სამშობლოს გულისცემა ზედმიწევნით ზუსტად იცის. მისი ლექსები მუდმივად შეგვახსენებს, რომ საქართველო თითოეული ქართველისთვის უმთავრესია და მას ბატონი არ ჰყოლია:
უბატონო ლილეო
რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი,
ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად,
საქართველოს არ ჰყოლია ბატონი,
საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა.
ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი,
ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს,
სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი,
სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა!
იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც,
იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც,
დედაენას არ ჰყოლია ბატონი,
დედაენას დედაერი ჰყავდა!
შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი,
თამარ მეფე მეუფედ და ხატად,
პოეზიას არ ჰყოლია ბატონი,
პოეზიას რუსთაველი ჰყავდა!”