16 აპრილი, 2024

გურამ ქართველიშვილის შემოძახება ქართველებს

დრამატურგი და მწერალი გურამ ქართველიშვილის პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ამონარიდს გვიზიარებს საკუთარი მოთხრობიდან “ოჯახი”:

“წამებაა ქართველი კაცის ყოფა. განა ყველა ქართველია, ვინც გვარ–სახელს ატარებს?! საქართველო უფრო სულია, ვიდრე ხორცი, ირაკლი. თუ ეგ სული მოკვდება ჩვენი ქვეყანაც გათავდება. ხოდა ჩემი ანდერძიც ეგ არი. ამდენ წვალებას წყალს ნუ გაატან. შვილებს განათლება მიეცი, სოფელს მიხედე და დიდ ოჯახს დასაბამი დაუდე. ჩვენს მოდგმაში თაობიდან თაობაზე უნდა გადავიდეს ეგ სული. დაიხსომე, უპატრონოდ დარჩენილ ქართველობას აწი ოჯახები შეინახავენ. რამდენ ხანსაც არ უნდა იბოგინოს მტერმა, ვერას დაგვაკლებს თუ მამიდან შვილზე ქართული სული გადავა.”